
სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ჩხრეკენ
08/03/2023 15:44:23 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ჩხრეკენ.
კერძოდ, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩანთები გახსნან დათვალიერების მიზნით.
ისინი არ განმარტავენ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ქმედება.
საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.