Accentnews.ge
კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა: „ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“

კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა: „ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“

08/03/2023 14:12:40 საზოგადოება

ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს.

„მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით… მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“ — ამბობს კახა კინწურაშვილი "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში.

კახა კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S