
"რა? სად? როდის?": "კანონპროექტი აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი არჩევანი ევროპაა"
08/03/2023 06:07:39 საზოგადოება
"რა? სად? როდის" სუპერლიგის მოთამაშეები გმობენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციაზე გადის.
განცხადებას 390 მოთამაშე უერთდება.
"ჩვენ, "რა? სად? როდის?" სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა"- ვკითხულობთ განცხადებაში.
7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.
15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.