Accentnews.ge
რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები ტოვებენ

რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები ტოვებენ

08/03/2023 03:24:58 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები, რომლების პარლამენტის მიმდებარედ იყვნენ განლაგებულები, ტერიტორიას ტოვებენ. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ოპოზიციის ლიდერებმა ჯერ კიდევ აქციის დასრულებამდე განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ დემონსტრაცია 8 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.

7 მარტს პარლამენტის შენობასთან აქცია, მას შემდეგ განახლდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა დღის წესრიგში შეეტანა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S