
ხაბეიშვილი: "მშვიობიანი ბრძოლა და არდაღლა რეჟიმის დასრულებამდე!"
07/03/2023 23:08:54 ციტატა
"მშვიობიანი ბრძოლა და არდაღლა რეჟიმის დასრულებამდე! ხვალ, დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. სპორტული საზოგადოება, ფეხბურთელები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ყველა გამოხატავს პოზიციას. ჩვენ ვნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, ვხედავთ ევროპელი დიპლომატების მხარდაჭერასაც. აქ დღეს მშვიდობიანი მანიფესტანტები იყვნენ, რომლებსაც არ უნდათ, რომ რუსი ოლიგარქი მართავდეს ამ ქვეყანას. ეს ბრძოლა გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ., რომ პროდასავლურ პარტიებს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ და ვერ ექნებათ. ხვალაც, როგორც დღეს, ვიქნებით მობილიზებულები. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში რუსული რეჟიმი არ დასრულდება“, – აცხადებს ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.