
ზურაბ აზმაიფარაშვილი: "აღმაშენებლისგანაც რომ მიგვეღო ასეთი "კანონი", მაინც არ უნდა მიგვეღო"
07/03/2023 21:58:34 ციტატა
"ყველაზე დიდი ქართველი რეფორმატორისა და მმართველისგან, მეფეთმეფე დავით აღმაშენებლისგანაც კი რომ მიგვეღო ანდერძით ეს "საუცხოო" კანონი, მაინც უარი უნდა გვეთქვა. რატომ? პასუხი მარტივია - თუ ის მხოლოდ შენი მტრის მაამებლად მოჩანს და არცერთ შენს მეგობარს არ მოსწონს, თუ ყველა პარტნიორი მოგიწოდებს, არ გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ის ცივილური სამყაროსგან დაშორებას გამოიწვევს, თუ შენს სტრატეგიულ მოკავშირეს ათქმევინებ, რომ ქართულ დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა, რად უნდა გიღირდეს? რა საჭიროებაა? ვინ ვარ მე, ვინ ხარ შენ ან ვინაა ის, ვინც გადაწყვიტა, საქართველოს ევროპული მომავალი გადახაზოს? პატივი ეცით კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ბრძოლა საკუთარ ერთან ჯერ არავის არსად მოუგია. P.S. და, რასაკვირველია, მე ვირჩევ ევროპას!", – აცხადებსევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.