Accentnews.ge
"სუხიშვილები": "შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან პროტესტს, ვგმობთ ძალადობას"

"სუხიშვილები": "შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან პროტესტს, ვგმობთ ძალადობას"

07/03/2023 19:25:41 საზოგადოება

ანსამბლი "სუხიშვილები" თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"სუხიშვილების ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს! ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული! შეწუხებული ვართ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას! და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” - საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი", – ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S