
სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს
07/03/2023 17:19:19 საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წყლის ჭავლი გაუშვეს.
სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
პარალელურად, აქციის მონაწილეების მისამართით წიწაკის სპრეის უშვებენ.
მანამდე, შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა დემონსტრანტებს და მოუწოდებდა მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.
აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.