
მომიტინგეებს აფრთხილებენ, რომ მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს გამოიყენებენ
07/03/2023 16:38:53 საზოგადოება
დემონსტრანტები იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმეგ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. გამოჩნდა წყლის ჭავლის სპეციალური მანქანებიც, რომელთაც, როგორც წესი, აქციის დასაშლელად გამოიყენება.
ამჟამად რუსთაველზე დაძაბული ვითარებაა. სპეცრაზმმა პარლამენტის შენობა დატოვა. ისინი სავარაუდოდ, დეპუტატებისთვის გზის გათავისუფლებას ცდილობენ, რომელთაც „აგენტების“ კანნპმროექტის მხარდაჭერის შემდეგ უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ გამოყენებენ წყლის ჭავლს.