Accentnews.ge
პარლამენტთან უკიდურესად დაძაბული ვითარებაა

პარლამენტთან უკიდურესად დაძაბული ვითარებაა

07/03/2023 16:20:44 საზოგადოება

პარლამენტთან უკიდურესად დაძაბული ვითარებაა.

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმელები - ე.წ. რობოკოპები შეიყვანეს.

ისინი დაიძრნენ მომიტინგეებისკენ. მათ მოყვებათ კრიმინალური პოლიცია, რომელიც ცოცხალ ჯაჭვს აკეთებს.

"ლელოს" წევრ ლანა გალდავას განცხადებით, ისინი სავარაუდოდ, პარლამენტისგან დეპუტატების გასაყვანად აკეთებენ გზას.

ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.

სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს "მონებს" ეძახიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S