Accentnews.ge
პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

07/03/2023 13:37:45 საზოგადოება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S