
გაფრინდაშვილი: „გუბერნიის სტატუსსაც კი არ მოგვცემენ რუსეთში!“
07/03/2023 13:25:51 საზოგადოება
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა „აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ ქვეყანაში აგორებულ პროტესტს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტში „აგენტების შესახებ ანტიევროპული კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებით.
„საქართველოს საკმაოდ დიდი ნაწილის სურვილია, რომ არ დავუბრუნდეთ რუსეთს. ამ კანონით მივექანებით ... არა თუ გუბერნია, სტავროპოლის გუბერნიის ერთ–ერთი ოლქი ვიქნებით. არ მოგვცემენ ჩვენ გუბერნიის სტატუსსაც კი რუსეთში. ამ ჩვენს დეპუტატებს მინდა, გავახსენო ისტორია, რომ ქვეყნის ყველა მოღალატემ ცუდად დაამთავრა!“,– ამგვარად ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას გაფრინდაშვილი.
ამჟამად პარლამენტის პლენარულ სესიაზე „აგენტების“ შესახებ პროექტებს განიხილავენ მიუხედავად იმისა, რომ ეს 9 მარტისთვის ჰქონდა დაანონსებული მმართველ გუნდს. პარლამენტთან კვლავ შეიკრიბენ დემონსტრანტები და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს.