
„არავის გასვლია საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება!“: პარლამენტთან ხალხი შეიკრიბა
07/03/2023 12:54:08 საზოგადოება
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ "აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვა პლენარულ სესიაზე მოულოდნელად დაიწყო ნაცვლად 9 მარტისა, როგორც ეს ჰქონდა დაანონსებული, მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოსთან.
მანამდე საზოგადოებას პროტესტის დაფიქსირებისკენ მოუწოდა ოპოზიციამ.
„საქართველოს მოქალაქეებს მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა, აი, ეს არის ამათი ლუსტრაცია, აი, ასე აპირებენ რომ თქვენი მომავალი ჩააგდონ ნაგვის ყუთში. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩვენ აქ ვაპირებთ ბრძოლას, მოდით პარლამენტთან! ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთიანობით ამ მავნებელი, მოძალადე, მატყუარა ადამიანების წინააღმდეგ", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, რადგან უფრო ახლოეს იყვნენ დარბაზთან, სადაც ამ წუთებში „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ და მიაწვდინონ პროტესტის ხმა.
პარლამენტთან შეკრებილნი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მსახიობები, მეცნიერები, აქტივისტები, სტუდენტები, საზოგადოებისთვის ცნობადი და უცნობი სახეები.
„ეჩქარებათ რუსეთიზაცია! თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს აგენტის სახელი, არიან სწორედ ამ კანონპროექტების ინიციატორები და მისი მხარდამჭერები“,– თქვა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
„ოცნებას“ ხალხის ეშინია და ხალხის გარეშე სურდა კანონის მიღება, მაგრამ ჩვენ აქ ვართ. არავის გასვლია საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება!“,– თქვა კიდევ ერთმა დემონტრანტმა.