Accentnews.ge
პარლამენტის პლენარულ სესიაზე აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სესიაზე აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

07/03/2023 11:42:01 პოლიტიკა

"აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკითხი 9 მარტის სესიის დღის წესრიგში გაწერა. ეს წინადადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამოაყენა სხდომაზე, რასაც დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე.

მდინარაძის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ "თავდაცვის კოდექსს ვერ ასწრებენ":

"გთავაზობთ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს იმიტომ, რომ მოესწროს, ელემენტარულად. გადახვევებით და რეგლამენტის უხეშად გამოყენებით არ იყოს ჩაშლა".

აღნიშნულმა ინიციატივამ ოპოზიციის წევრი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია და აღნიშნეს, რომ განხილვაზე დასწრება ენმ–ის წევრებსაც სურდათ. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა მთელ სასესიო კვირას".

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა სთხოვეს პაპუაშვილს, შესვენება მაინც გამოეცხადებინა, თუმცა შესვენება არ გამოცხადდა და ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვა უკვე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S