Accentnews.ge
ქართული რაგბის ქომაგები: "დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება"

ქართული რაგბის ქომაგები: "დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება"

07/03/2023 10:56:42 საზოგადოება

ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნებულ "პოსტს" კონკრეტული ადრესატი ჰყავს - პარლამენტარი დავით კაჭარავა.

"დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.

ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა" - წერენ რაგბის გულშემატკივრები.

დავით კაჭარავა, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა, როგორც "ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრი, 2022 წლის 4 ოქტომბერს შეურთდა "ხალხის ძალას". სწორედ ეს გაერთიანებაა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ინიციატორი.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S