Accentnews.ge
"იმედის" ჟურნალისტი: "როდესაც ევროკავშირი და აშშ შეშფოთებას გამოხატავს, როგორ არაა გასათვალისწინებელი?"

"იმედის" ჟურნალისტი: "როდესაც ევროკავშირი და აშშ შეშფოთებას გამოხატავს, როგორ არაა გასათვალისწინებელი?"

07/03/2023 08:31:41 საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე "აგენტების შესახებ" კანონპროექტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "როდესაც ევროკავშირი და აშშ შეშფოთებას გამოხატავს, ეს როგორ არაა გასათვალისწინებელი?".

კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში _ შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?

ამერიკა რომ გეუბნება _ ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთავრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიციატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?.. არგუმენტი ვერ იქნება, ,,ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?" ვერც ,,არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?"და ა.შ და ა.შ", – წერს სოციალურ ქსელში ქეთი ფარცხალაძე, რომელიც გადაცემა „იმედის კვირაში“ მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S