Accentnews.ge
ჩეხეთში დაიწყო გასაბერი HIMARS-ის წარმოება, მიზანი მტრის შეცდომაში შეყვანაა ბრძოლის ველზე

ჩეხეთში დაიწყო გასაბერი HIMARS-ის წარმოება, მიზანი მტრის შეცდომაში შეყვანაა ბრძოლის ველზე

06/03/2023 21:54:10 ევროპა

ჩეხურმა კომპანია Inflactech-მა, რომელიც სპეციალიზირებულია სამხედრო ტექნიკის გასაბერი მოდელების წარმოებაში მტრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიწყო ყალბი HIMARS-ის წარმოება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გათვალისწინებით,– ამის შესახებ Reuters-თან და AP-თან ინტერვიუში Inflactech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოიტექ ფრესერმა ისაუბრა.

კომპანია, რომელიც მდებარეობს ჩეხეთის ჩრდილოეთით, ქალაქ დეცინში, აწარმოებს 30-ზე მეტ განსხვავებულ გასაბერ სამხედრო მოდელს - ტანკებიდან და ჯავშანტექნიკიდან დაწყებული, თვითმფრინავებითა და ჰაუბიცებით დამთავრებული. წარმოების სიმძლავრე ამ დროისთვის 50-მდე მაკეტია თვეში.

გასაბერები მოდელები შექმნილია იმისთვის, რომ შეცდომაში შეიყვანონ მტრის ძალები: იფიქრონ, რომ მათ შენიშნეს მნიშვნელოვანი სამიზნე კამერების, თერმოგამომსახველებისა და რადარების მეშვეობით და გამოიყენონ საკუთარი ძვირადღირებული იარაღი "სატყუარას" გასანადგურებლად.

Inflactech თავის წარმოებაში იყენებს მსუბუქ მასალებს, ამიტომ მაგალითად, „ტანკის“ საერთო წონა 100 კგ–მდეა. ყალბ ტექნიკასთა მუშაობისთვის საჭიროა ოთხი ჯარისკაცი, ხოლო მის განთავსებას და გაბერვას 10 წუთი სჭირდება.

გასაბერი მოდელების ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს ჩეხეთის მთავრობამ, ხოლო სად იყიდება ამჟამად ისინი, კომპანია არ ამხელს.

"შემიძლია, წარმოვიდგინო, რომ თუ გვსურს, მხარი დავუჭიროთ პარტნიორ ქვეყანას, რომელსაც რთული პერიოდი აქვს, შეგვიძლია, გავუგზავნოთ სატყუარები. შესაძლოა, მას უკვე აქვს, ხოლო თუ არ აქვს, აუცილებლად მიიღებს", - უპასუხა ფრესერმა კითხვაზე, აწვდიან თუ არა კომპანიის პროდუქციას უკრაინას.

მან ასევე აღნიშნა, რომ Inflactech-ის ბიზნესი გასულ წელს გაიზარდა 30%-ზე მეტით და მატების ტენდენციას კვლავ ელიან.

მედია ვარაუდობს, რომ განადგურებული „სატყუარა“ რუსეთში შესაძლოა, აღიქვეს როგორც HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების განადგურების მტკიცებულება, რამაც უკრაინულ ძალებს საშუალება მისცა გასული ზაფხულიდან დარტყმები განეხორციელებინა რუსულ სამიზნეებზე მოწინააღმდეგის ზურგში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S