Accentnews.ge
რუსი ჟურნალისტი: "ვიდრე შესაძლებლობაა, გაუწიეთ წინააღმდეგობა ავტოკრატიას, ჩვენ ჩვენი ბრძოლა წავაგეთ!"

რუსი ჟურნალისტი: "ვიდრე შესაძლებლობაა, გაუწიეთ წინააღმდეგობა ავტოკრატიას, ჩვენ ჩვენი ბრძოლა წავაგეთ!"

06/03/2023 19:56:25 საზოგადოება

რუსი ჟურნალისტი რომან პერლი, რომელსაც კრემლის სხვა კრიტიკოსების მსგავსად გამოაცხადეს „უცხოეთის გავლენის აგენტად“, მოუწია ქვეყნის დატოვება და საკუთარ გამოცდილებას ქართველებს უზიარებს. მოგეხსენებათ, ამჟამად პარლამენტში განიხილავენ „აგენტების“ შესახებ არაევროპულ კანონპროექტებს.

მისი თქმით, რუსეთში „აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მიზანი ძირითადად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ქვეყნიდან გაძევების სტიმულირება იყო და ეს მოახერხეს კიდეც.

„მალევე წაუჭირეს ყელში მედიას. ამას დაემატა სამხედრო ისტორია. მსგავსი კანონი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩნდება ხოლმე და ძალიან ხშირად, ის ასლი გახლავთ რუსული კანონის, როგორც ეს ყირგიზეთში მოხდა. იქ ძალიან არის სამოქალაქო საზოგადოება განვითარებული და მათ შეაჩერეს კანონის მიღება. მაგრამ ხელისუფლება ფორსირებას ცდილობს. იქ არის ასეთი აზრი, რომ რუსი აგენტები ცდილობენ, ყირგიზეთს მოახვიონ თავს ეს კანონი“,– აღნიშნავს ჟურნალისტი „ფორმულასთან“.

მისი ანალიზის მიხედვით, რუსეთისთვის მარტივია, იყოს გარშემორტყმული არადემოკრატიული რეჟიმებით, რომლებთანაც მოლაპარაკება საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლადაა შესაძლებელი.

ჟურნალისტმა თქვა, რომ რუსეთში ეს ბრძოლა წაგებულია, საქართველოში კი სანამ შესაძლებლობაა, ხალხმა უნდა იბრძოლოს:

"საზოგადოებას ვურჩევ, წინააღმდეგობა გაუწიონ ბოლო წუთამდე იმიტომ, რომ ეს არის ზღვარი, რომლის იქით უკვე აზრიც აღარ ექნება წინააღმდეგობას, როგორც ეს რუსეთში მოხდა. რუსეთშიც იყო ზღვარი 2011-2012 წელი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროტესტს უკვე არაფრის მოტანა არ შეეძლო. სანამ არის შესაძლებლობა, გაუწიეთ წინააღმდეგობა არსებულ ავტოკრატიას, მას უნდა შეეწინააღმდეგო. არსებობს რისკი, მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა ბრძოლის, სჯობს ბრძოლა, თუმცა ჩემგან, როგორც რუსეთის მოქალაქისგან ეს შესაძლებელია, კარგად არ ჟღერდეს, რადგან ჩვენ ჩვენი ბრძოლა წავაგეთ"- თქვა მან.

6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია გაიმართება 7 მარს, 09:00 საათზეც.

კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S