Accentnews.ge
რუსეთი ამ ეტაპზე უარს ამბობს ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე აშშ-ის მუქარის გამო - FT

რუსეთი ამ ეტაპზე უარს ამბობს ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე აშშ-ის მუქარის გამო - FT

06/03/2023 16:18:02 მსოფლიო

რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე უარი თქვა, –წერს Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, დასავლეთი მოსკოვს დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს მიაწვდის.

რუსეთის მიერ ირანული რაკეტების შეძენაზე დროებითი უარის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ნატოს ქვეყნების თანახმად, იყო აშშ-ის მუქარა, რომ კიევს მიეწოდებოდა ATACMS–ის ბალისტიკური რაკეტები – 300 კმ დისტანციით. ეს რაკეტები შესაძლებელს გახდის დარტყმებს ოკუპირებულ უკრაინაში, მათ შორის ყირიმის ნებისმიერ წერტილში.

რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რუსეთის ფედერაცია იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე–დრონებს უკრაინის ქალაქებზე მასიური თავდასხმებისთვის. Washington Post-ის ცნობით, ირანი ასევე დათანხმდა რუსეთს, ფარულად მიაწოდოს Fateh-110 და Zofagha–ს მცირე რადიუსის „მიწა–მიწა“ ბალისტიკური რაკეტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S