
გაზულუქებულ ისტებლიშმენტს უნდა, იზოლაციაში მოაქციოს საქართველო – ხაბურძანია
06/03/2023 14:23:06 პოლიტიკა, საზოგადოება
„რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე მწვავედ აკრიტიკებს პოლიტიკურ ელიტას, რომელიც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციას ცდილობს.
„გაზულუქებული ისტებლიშმენტი, რომელიც ევროპის მაღალი კლასის კურორტებზე ისვენებს, რომელიც შვილებს ამერიკაში, ლონდონში და პარიზში აგზავნის სასწავლად, რომელიც არა მარტო სამედიცინო, არამედ ბიუთი პროცედურებსაც მხოლოდ ევროპაში იტარებს, აცვია ევროპული, უკეთია შვეიცარული საათები, ატარებს ევროპულ მანქანებს ან ინგლისურს და ამ ისტაბლიშმენტიდან ბევრს თვითონ აქვს ან ევრპული მოქალაქეობა, ან ამერიკული პასპორტი.
აი, სწორედ, ეს ხალხი, ვინაიდან მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინგლისური და მეილების პასუხი არ იციან. არ იციან დანა-ჩანგლით სწორად ჭამა, არიან გოიმები და ამიტომ ვერ ინტეგრირდნენ ევროპელებთან, ვერ ახდენენ ეფექტურ კომუნიკაციას საქართველოს დასავლელ სტრატეგოულ პარტნიორებთან. ახალი რუსებივით არიან იზოლირებული და დასაცინები. რა წამს საქართველოს საზღვრებს გარეთ გადიან, არცერთი ევროპელი მეგობარი ან ნაცნობიც კი არ ჰყავთ და ევროპაშიც რუსებს პოულობენ ან სხვა ჰომო-სოვეტიკუსებს.
აი, ზუსტად ეს ხალხი, დღეს, დანარჩენ 99%-ზე მეტ საქართველოს გვიკრძალავს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, თავისუფალ ურთიერთობას და ამით ისეთივე ყუმ იზოლაციაში უნდათ მოაქციონ საქართველო, როგორშიც თვითონ არიან მთელი თავისი გაუნათლებელი ცხოვრება“, — წერს გიორგი ხაბურძანია.
საქართველოს პარლამენტი პროტესტის ფონზე განიხილავს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. რუსეთში მსკავსი კანონი იქცა პუტინის რეჟიმის ხელში კრიტიკული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტად.
საქართველოში რუსეთში მოქმედი კანონის შესაძლო მსგავსის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.