Accentnews.ge
ირანში მოსწავლეები მასობრივად მოიწამლნენ

ირანში მოსწავლეები მასობრივად მოიწამლნენ

06/03/2023 12:31:01 მსოფლიო

ირანის ათობით სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ.

ქვეყნის შს მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ აღიარა ფაქტი და თქვა, რომ სავარაუდო მოწამვლით მინიმუმ 52 სკოლა დაზარალდა.

მისი თქმით, გამოძიების დროს აღმოჩენილია „საეჭვო ნიმუშები“.

მომხდარს „უპატიებელი დანაშაული“ უწოდა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებული სკოლების რაოდენობა 60-ს აჭარბებს. მათი უმეტესობა გოგონებისაა და მხოლოდ ერთია ვაჟებისთვის განკუთვნილი.

სკოლის მოსწავლეებმა პირველებმა კუმში დააფიქსირეს მოწამვლის სიმპტომები, მათგან 18 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ირანის 31 პროვინციიდან 25-ის სკოლებში - დაზარალდა ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე, მათი მშობლები და მასწავლებლები.

ბავშვები უჩიოდნენ თავის ტკივილს, პალპიტაციას, გულისრევას და ლეთარგიას. ჟურნალისტებთან გამოკითხულმა გოგონებმა თქვეს, რომ მათ დამპალი მანდარინის, კვერცხების, ქიმიური საშუალებების ან ძლიერი სუნამოს სუნი ასდიოდათ.

ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ შესაძლო მოწამვლის უკან განდევნილთა ჯგუფები, სხვა ქვეყნები, გოგონების განათლების მოწინააღმდეგე რელიგიური ჯგუფები ან უბრალოდ „მასობრივი ისტერია“ დგას. ასევე ავითარებენ ვერსიას, რომ შემთხვევების 90% გამოწვეულია "ახალი ამბების გამო სტრესით და შფოთვით".

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება სექტემბერში პოლიციის ხელში ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.

პროტესტს აქტიურად შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები.

ირანელი სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლა „უპატიებელი დანაშაულია“. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S