Accentnews.ge
მოსკოვში დრონებით შეტევა აშინებთ

მოსკოვში დრონებით შეტევა აშინებთ

06/03/2023 12:14:36 მსოფლიო

რუსულმა კომპანიებმა უნდა იყიდონ საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონებთან საბრძოლველად, რადგან თავდაცვის სამინისტროს სახსრები „ფოკუსირებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაფარვაზე“, - თქვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა.

”არსებობს საკმაოდ იაფი საშუალებები უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, რომლებიც ყველა თავმოყვარე კორპორაციას შეუძლია, შეიძინოს და განათავსოს თავის ობიექტებზე” - განაცხადა მან.

კარტაპოლოვის თქმით, ტერიტორიები, სადაც რუსული საჰაერო თავდაცვაა განთავსებული, ცნობილია როგორც ნატოს დაზვერვისთვის, ასევე უკრაინის სამხედროებისთვის.

”ანუ, მათ იციან, სადაა ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები და სავსებით შესაძლებელია, მარშრუტის გასწვრივ დრონის ისე გაშვება, რომ მან გვერდი აუაროს საჰაერო თავდაცვის ტერიტორიებს”, - აღნიშნა კარტაპოლოვმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს სიდიდის გათვალისწინებით, „ყოველთვის იქნება ხვრელი“, რომლის მეშვეობითაც თავდასხმის დრონს შეუძლია, შეფრინდეს რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ბიზნესის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამოუკიდებელი შესყიდვები წვლილს შეიტანს „უსაფრთხოებაში და დაიცავს ნავთობბაზებს, გაზგამანაწილებელ სადგურებს, ელექტროსადგურებს, ხიდებს, ესტაკადებსა და ქარხნებს“.

ამავდროულად, საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოდგება „უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც - ტერორისტებთან დასაპირისპირებლად, მიიჩნევს კარტაპოლოვი.

28 თებერვალს რუსეთის რეგიონები ომის დაწყების შემდეგ დრონების ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. დრონები ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრში დაშორებულ ობიექტებამდე მიაღწიეს.

იხილეთ ასევე: „რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს“: პირველი მასიური შეტევა რუსეთის რეგიონებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S