Accentnews.ge
რუსებმა მკვეთრად გაზარდეს არყის მოხმარება

რუსებმა მკვეთრად გაზარდეს არყის მოხმარება

06/03/2023 11:56:18 მსოფლიო

2022 წელს რუსებმა 7,5%-ით მეტი ძლიერი ალკოჰოლის დალევა დაიწყეს: საშუალოდ, ქვეყნის ერთ მოსახლეზე 6,8 ლიტრი ალკოჰოლი მოდიოდა. როგორც აუდიტორული კომპანიის FinExpertiza-ს კვლევაშია აღნიშნული, რომლის მონაცემებიც „კომერსანტი“ ეყრდნობა, წლის განმავლობაში სხვა სახის ალკოჰოლთან შედარებით არყისა და კონიაკის გაყიდვები გაიზარდა ფასის ყველაზე მცირე ზრდის გამო.

მძიმე ალკოჰოლის მოხმარება 2021 წელთან შედარებით ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გაიზარდა. გაყიდვების მხრივ ჩრდილოეთ რეგიონები ლიდერობენ.

ამავდროულად, რუსებმა 2022 წელს 5,5%-ით ნაკლები ღვინო მოიხმარეს, ვიდრე ერთი წლით ადრე - საშუალოდ, თითოეულ რუსს ჰქონდა 6,2 ლიტრი. ლუდის გაყიდვები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა – 52,2 ლიტრი ერთ ადამიანზე.

„ალკოჰოლის მიღება ტრადიციულად ბევრის მიერ აღიქმება, როგორც შფოთვისა და სტრესის შესამცირებლად ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად“– ამბობს FinExpertiza-ს დირექტორთა საბჭოს წევრი აღვან მიქაელიანი. კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის შუა რიცხვებისთვის რუსების დანახარჯები ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ტკბილეულზე 20%-ით გაიზარდა.

2022 წლის ბოლოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ალკოჰოლიზმის მოხმარების ზრდა რუსულ სოფლებში. რუსეთში ალკოჰოლზე დამოკიდებულ სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა წელიწადში 7%-ით გაიზარდა, ხოლო ალკოჰოლიზმის გამო გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობების რიცხვი – 6%-ით, – თქვა ელენა შეშკომ, ბავშვთა, მეანობისა და საზოგადოების სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა რამდენიმე გუბერნატორს, დაეწყოთ ბრძოლა მოსახლეობის ალკოჰოლზე დამოკიდებულების წინააღმდეგ. მან დაიწყო ამ საკითხის წამოწევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის ბევრმა თანამდებობის პირმა დაიწყო ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, – წერს „მედუზა“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S