Accentnews.ge
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პარლამენტის შენობაში განვითარებული მოვლენების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არც ერთი თანამშრომელი"

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პარლამენტის შენობაში განვითარებული მოვლენების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არც ერთი თანამშრომელი"

06/03/2023 09:41:35 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან".

„ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არც ერთი თანამშრომელი.

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნავენ სუს-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S