Accentnews.ge
რუსეთის კურსკში წვევამდელმა კოლეგებს ესროლა

რუსეთის კურსკში წვევამდელმა კოლეგებს ესროლა

06/03/2023 09:14:29 მსოფლიო

რუსეთში, კურსკის რაიონში წვევამდელმა ორ კოლეგას ცეცხლი გაუხსნა. ერთი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, – წერს ტელეგრამ–არხი ASTRA.

შეიარაღებული ინციდენტი სუჯანსკის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ნაწილში მოხდა, სადაც დროებით 37-ე მოტომსროლელი ბრიგადაა განთავსებული.

როგორც იუწყებიან, 6 მარტის ღამეს 22 წლის წვევამდელი მაგომედ მ. საგუშაგოზე იდგა და მოძრაობა შენიშნა. მას შემდეგ, რაც შეძახილს არავინ გამოეხმაურა, მან ცეცხლი გახსნა კალაშნიკოვის ავტომატიდან. 19 წლის თათარსტანელი წვევამდელი თამირ გ. ადგილზე გარდაიცვალა, 22 წლის წვევამდელი ნოვოსიბირსკიდან ვლადისლავ კ. ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამივე ჯარში 8 თვეა, მსახურობს. ინფორმაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

2 მარტს კურსკის რაიონში ერთ–ერთმა მობილიზებულმა ავტობუსის გაჩერებაზე კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გარდა ამისა, ნიჟნი ნოვგოროდის რაიონის სოფელ ბეგიჩევოდან 30 წლის ივან ა.-ს ცხედარი 28 თებერვალს საღამოს იპოვეს. სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.

20 თებერვალს წვევამდელებმა კურსკის რაიონში შემთხვევით აფეთქება მოაწყვეს, რის შედეგადაც ექვსი წვევამდელი დაიღუპა. სამხედროები ღუმელს ანთებდნენ, რომელშიც ბენზინი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია აფეთქება, შემდეგ ხანძარი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსი ადამიანის დაღუპვა აღიარა და მიზეზად „უსაფრთხოების ზომების უხეში დარღვევა“ დაასახელა.

ასევე 2022 წლის ნოემბერში კურსკის რაიონის სოფელ ტოპილინოში, წვევამდელმა გაუფრთხილებლობით ესროლა კოლეგას AK-47 ავტომატიდან. გარდა ამისა, დაზვერვის სერჟანტმა – 43 წლის ანდრეიმ, რომელიც მორიგე იყო, 33 წლის რიგითს – სერგეის თავში ესროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S