Accentnews.ge
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

06/03/2023 07:35:47 პოლიტიკა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "აგენტების შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებენ.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს", "რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S