Accentnews.ge
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ 200–ზე მეტი პირი დააკავეს

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ 200–ზე მეტი პირი დააკავეს

06/03/2023 06:46:37 მსოფლიო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პროვინციების პროკურატურების გადაწყვეტილებით, სახლების არაკეთილსინდისიერ მშენებლობაში ეჭვმიტანილ 997 ადამიანს ბრალი წარედგინა,– იუწყება Anadolu.

სააგენტოს ცნობით, 247 დაკავებულია, 322 ეჭვმიტანილი კი სასამართლო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ასევე გაცემულია კიდევ 300 პირის დაკავების ორდერი.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 45 ათას ადამიანს გადააჭარბა.

Associated Press წერს, რომ თურქეთში მიწისძვრების შედეგად 173 ათასი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. ექსპერტების აზრით, დანგრეული შენობები უხარისხო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. შენობები ხშირად ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო სტანდარტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S