Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 95-ზე მეტი შეტევა

უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 95-ზე მეტი შეტევა

06/03/2023 06:18:16 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 95-ზე მეტი შეტევა, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საჰაერო თავდაცვის საშუალებების 1 პოზიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S