Accentnews.ge
"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

06/03/2023 06:14:56 საზოგადოება

თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიცური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია და სხვა პირები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. კომიტეტის დარბაზში შესვლა შეზღუდულია. დარბაზამდე მისასვლელი გზა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და უშვებენ მხოლოდ მათ ვინც სპეციალურ სიაშია.

კომიტეტზე უკვე შევიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტებს, მათ შორის, აკრედიტებულებს, დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ. მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S