Accentnews.ge
პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

06/03/2023 06:02:40 საზოგადოება

პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები.

ადგილზე მობილიზებულია ასევე, პოლიცია.

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი დღეიდან დაუბრუნდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელზეც პროექტი უნდა განიხილონ, ხმაურია. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომპარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S