Accentnews.ge
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

05/03/2023 13:48:58 საზოგადოება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მე-16 მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება, რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული.

19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი 20:15 საათზე, „ბრინჯაოს ფინალში“, ერთმანეთს ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S