უკრაინის გენშტაბი - რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას
04/03/2023 18:03:55 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები წარუმატებლად ცდილობენ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას.
„ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა მრავალი იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვასიუკოვკის, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკას და ბახმუტის დასახლებული პუნქტების რაიონებში”, - აცხადებენ გენშტაბში.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგე ძირითად თავდასხმით ქმედებებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტარის მიმართულებებზე აწარმოებს.
როგორც უწყება აცხადებს, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 4 სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 4 დაბომბვა განახორციელა.


