Accentnews.ge
თბილისში სასულიერო პირის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

თბილისში სასულიერო პირის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

04/03/2023 17:58:05 სამართალი

თბილისში სასულიერო პირის დაჭრის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული თავისუფლების შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის: დღეს თბილისში, ნუცუბიძის დასახლებაში სასულიერო პირი ეკლესიასთან ახლოს დაჭრეს. 63 წლის კაცს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მამაო ამოვიდა მომზადებული წირვისთვის. დილას წირვა უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან, ასეთი ფაქტი მოხდა, ზურგის არეში აქვს მიყენებული ოთხი ჭრილობა. 63 წლის ადამიანია, უკონფლიქტო, ტკბილი და თბილი ადამიანია, წინაპირობა ამას არ ჰქონია", - უთხრა ერთ–ერთმა სასულიერო პირმა ტელეკომპანია "იმედს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S