Accentnews.ge
რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

03/03/2023 20:01:24 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„სამხედრო დახმარების ამ პაკეტში შედის ჭურვები HIMARS-ის სისტემებისა და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც გამოიყენებს უკრაინა, ასევე ამუნიცია დაჯავშნილი მანქანა Bradley-ისთვის, საპონტონე გადასასვლელები, აგრეთვე ტექნიკური მომსახურება და გაწვრთნა", – აცხადებს ბლინკენი.

დახმარების ახალ პაკეტში შედის:

  • მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვები
  • 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
  • 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები
  • 25-მილიმეტრიანი ამუნიცია
  • საპონტონე გადასასვლელების მოსაწყობი აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის
  • ასაფეთქებელი მასალები და აღჭურვილობა წინაღობების გადასალახად
  • დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა

უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა უკვე 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S