
"ნატო-ს პერსპექტივიდან ვერ ვხედავთ უსაფრთხო რეგიონს საქართველოს მონაწილეობის გარეშე"
06/11/2019 15:21:41 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიტაუტას უმბრასასის განცხადებით, ნატო ვერ ვხედავს უსაფრთხო რეგიონს საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ მან ბათუმში განაცხადა.
„გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატო-სკენ საქართველოს გზაზე, უსაფრთხოების გარემოზე. ნატო-ს პერსპექტივიდან თუ გადმოვხედავთ, ვიტყოდი, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უსაფრთხო რეგიონს საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ასე რომ ჩვენ ძალიან გვსურს, საქართველო ჩვენს გვერდით იყოს და ვცდილობთ, რომ მას რაც შეიძლება მეტად დავუჭიროთ მხარი. მაგალითად, ჩემს შედარებით პატარა ქვეყანას, ლიეტუვას აქვს ბევრი პროექტი თავდაცვის სამინისტროში და სხვა ინსტიტუტების ფარგლებში ვცდილობთ, გავაგრძელოთ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა მის გზაზე“,- განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ნატო აგრძელეს ღია კარის პოლიტიკას და ამ გზაზე სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო, საქართველოს კი ყველა ინსტუმენტი გააჩნია:
„საქართველოს ახლა გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გზაზე: საქართველოს აქვს ნატო-საქართველოს საბჭო, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები წინსვლისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველო თავის საშინაო დავალებას საკმაოდ წარმატებულად ასრულებს. ჩვენ გავიხსენეთ 11 წლის წინ ჩატარებული ბუქარესტის სამიტი და მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება”.