სანქცირებულმა „Тинькофф“- მა საქართველოში ტრანზაქციები შეაჩერა
03/03/2023 14:30:10 მსოფლიო
რუსულმა ბანკმა „Тинькофф“-მა საქართველოში სავალუტო გადარიცხვების შეჩერების შესახებ განაცხადა საკორესპონდენტო ბანკთან პრობლების გამო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში ჩვენ ვერ ვრიცხავთ საქართველოში. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენმა კორეპონდენტმა საქართველოში გადარიცხვების დამუშავება შეწყვიტა“,- განაცხადეს საკრედიტო ორგანიზაციის მხარდაჭერის სამსახურში.
ევროკავშირმა „Тинькофф“ სანქციების მეათე პაკეტში შეიყვანა. ამის შემდეგ ბანკის აპლიკაცია წაიშალა App Store-დან.
ბანკის საიტის მტკიცებით დოლარში გადარიცხავები შესაძლებელია ბანკების ნაწილი აზრებაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ევროს გადარიცხვა კი შესაძლებელია ჩინეთისა და უზბეკეთის ზოგ ბანკში.
მანამდე, ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა მისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით. ლონდონმა ტინკოვს გასული წლის მარტში გაუყინა ანგარიშები და ლონდონში შესვლა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა საჯაროდ დაგმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ქმედებები უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე. ერთი თვის შემდეგ, ბანკირმა თავისი წილი „Тинькофф“-სა და „Тинькофф банк“-ის ჰოლდინგში შემავალ „Интеррос“-ში დათმო, რომლის მფლობელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმირ ტოპაზინია. მოგვიანებით ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ იძულებული იყო თავისი წილი „კაპიკებად“ გაეყიდა კრემლიდან ზარებისა და მუქრის შემდეგ, რომ მთელ ბიზენსს წაართმევდნენ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. გასული წლის ოქტომბერში ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ვინაიდან „არ სურს ასოცირდებოდეს პუტინის ფაშიზმთან“.


