კრასნოდარის საავიაციო სასწავლებელთან ხანძარი გაჩნდა, იუწყებიან აფეთქებების შესახებ
03/03/2023 14:05:37 მსოფლიო
კრასნოდარში, სამხედრო საავიაციო სასწავლებეთან ხანძარი გაჩნდა. რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ცეცხლი ბალახს მოედო და არ შექმნილა რაიმე საგანგებო ვითარება. თუმცა ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, რომ გაიგეს აფეთქების ხმები და იმდენად ძლიერი, რომ ქალაქის მდგარ ავტომანქანებში სიგნალიზაცია ჩაირთო.
ამის შემდეგ ადგილობრივ მერიაში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ეს ხმები იყო გამოწვეული „თვითმფრინავის გადასვლით ზებგერით სიჩქარეზე“.
ინციდენტს ქალაქის მცხოვრებლები ამგვარად აღწერდნენ:
"სახლში კედლები შეირყა, გიდროსტროისთან
ფანჯრები შეჯანჯღარდა პაშკოვკა, ზედიზედ 3. ვოსტოჩკაზე 2-ჯერ“.
იხილეთ ასევე: „რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს“: პირველი მასიური შეტევა რუსეთის რეგიონებზე


