Accentnews.ge
გერმანიამ შვეიცარიას სთხოვა, დეფიციტის შესავსებად საცავებში შენახული Leopard 2-ები მიჰყიდოს

გერმანიამ შვეიცარიას სთხოვა, დეფიციტის შესავსებად საცავებში შენახული Leopard 2-ები მიჰყიდოს

03/03/2023 13:15:43 მსოფლიო

გერმანიამ თხოვნით მიმართა შვეიცარიას, მიჰყიდოს საცავებში შენახული Leopard 2 ტანკები. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა.

გერმანია შვეიცარიისგან ითხოვს, უკან მიჰყიდოს ტანკები მათ მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, შეავსოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში გაჩენილი დანაკლისი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად Leopard-ებს უგზავნიან, არიან გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი და ამის გამო მათ საკუთარ შეიარაღებაში დეფიციტი უჩნდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S