Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "საქართველოში დავა ამოიწურა, ახლა სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს გაასაჩივრებენ თუ არა სტრასბურგში"

ხაჭაპურიძე: "საქართველოში დავა ამოიწურა, ახლა სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს გაასაჩივრებენ თუ არა სტრასბურგში"

03/03/2023 09:40:31 სამართალი

მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ძალაში დატოვა, საქმე ახლა, სავარაუდოდ, სტრასბურგში გასაჩივრდება.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამისათვის საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ოჯახისგან ელოდება.

იგი ასევე აზუსტებს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში უკვე ეცოდინება მიხეილ სააკაშვილის გეგმა.

"საქართველოში ეს დავა ამოიწურა. აპელაციის იქით ეს საქმე აღარ საჩივრდება. აწი თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, გაიგზავნება. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - შეიძლება, რომ თავიდან ჩატარდეს ექსპერტიზა, ამაში შეზღუდული არ ვართ. ხვალვე შეიძლება დაიწყოს ეს ექსპერტიზა და თავიდან მივმართოთ საქართველოს სასამართლოებს. რამდენად ამას აზრი აქვს, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არარეალურია იმიტომ, რომ საქართველოს სასამართლოებმა, სამწუხაროდ, ამ გამოცდას ვერ გაუძლეს და მიიღეს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა პოლიტიკურ დავალებებსაც მათ მმართველი პოლიტიკური ძალა აძლევდა", – განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S