Accentnews.ge
ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

03/03/2023 08:59:23 მსოფლიო

ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტები ამერიკულ კომპანიებს მოუწოდებენ სანქციების დაცვას და საექსპორტო კონტროლს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და აფრთხილებენ, რომ პუტინის სამხედრო მანქანის მხარდაჭერა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, სომხეთი, თურქეთი და უზბეკეთი, შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთსა და ბელარუსში.

„ყველა ტიპის კომპანიებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, შემოიღონ მკაცრი კონტროლი, რომ სანქციები იყოს დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა მასშტაბური ფინანსური და ეკონომიკური სანქციები და სხვადასხვა, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S