პრაისი: "აშშ-ის მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში საქართველოს ეწვევა"
03/03/2023 07:15:54 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით,აშშ-ის მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა.
პრაისის თქმით, თბილისის გარდა, ბონო ჩავა ბაქოსა და ერევანში ჩავა.
"მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაში ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში. ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით. იგი სამივე ამ ქალაქში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია“,- განაცხადა პრაისმა.


