Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 85-ზე მეტი შეტევა

უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 85-ზე მეტი შეტევა

03/03/2023 06:16:40 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა, მათ შორის დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონოს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 88 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით მოიგერიეს 85-ზე მეტი შეტევა. ბოლო 24 საათში ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი. გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-24 და 7 უპილოტო საფრენი აპარატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S