Accentnews.ge
თეთრი სახლი - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

თეთრი სახლი - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

03/03/2023 05:19:16 მსოფლიო

თეთრი სახლი დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"აშშ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთ რაუნდს გამოაცხადებს. ის, ძირითადად, მოიცავს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას, რაც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე აქვთ, როგორიცაა HIMARS-ები და არტილერია", - განაცხადა კირბიმ.

რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S