რუსეთისთვის საავიაციო ტექნიკის გადაცემის ბრალდებით ორი ამერიკელი დააკავეს
03/03/2023 05:10:29 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კანზას-სიტიში დააკავეს ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სანქციებისთვის გვერდის ავლით, რუსეთისთვის საავიაციო ტექნოლოგიების გადაცემაში. მათი დაკავების შესახებ განაცხადა შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა მეთიუ აქსელროდმა გააკეთა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული არიან 59 წლის სირილ ბუიანოვსკი და 55 წლის დუგლას რობერტსონი. ისინი კომპანია Kanrus Trading Company-ს თანამშრომლები არიან. ბუიანოვსკის და რობერტსონს ბრალად ედებათ მათ კომპანიაში, სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის გარემონტება და ყალბი დოკუმენტებით რუსეთში გაგზავნა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილებმა გასული წლის მაისში, ივნისში და ივლისში ელექტრონული ტექნიკა სომხეთის და კვიპროსის გავლით გაგზავნეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბუიანოვსკის და რობერტსონს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატების მიერ ამოქმედებული სანქციები მოიცავს რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვასაც.


