Accentnews.ge
შსს - პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა

შსს - პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა

03/03/2023 05:09:20 სამართალი

შსს-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სულ 36 მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უცნობია გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S