
დაკავებული ჟურნალისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
02/03/2023 20:22:27 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ჟურნალსიტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ „პუბლიკას“ თანადამფუძნებელმა ზურა ვარდიაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე განაცხადა.
მანამდე დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა აქცია ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან.
ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია ოთხი პირის დაკავება. ისინი ადმინისტრაციული მუხლებით აიყვანეს, თუმცა ჟურნალსტებმა დააფქსირეს პოლიციის მანქანებში კიდევ რამდენიმე მოქალაქის იძულებითი წესით ჩასმის ფაქტი. ვარაუდობენ, რომ დაკავებულია 20–ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის, ენმ–ის წევრი გიორგი პატარაიაც.
აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ასევე არ მისცა შესაძლებლობა, საპროტესტო დერეფანი მოეწყოთ დეპუტატებისთვის, რომელთაც კომიტეტების გაერთიენბულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს.