Accentnews.ge
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტები დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტები დააკავეს

02/03/2023 20:01:01 საზოგადოება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჟურნალისტები დააკავა. არსებული ცნობებით, დაკავებულები არიან ბექა ჯიქურაშვილი და ზურა ვარდიაშვილი.

ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია ოთხი პირის დაკავება. ისინი ადმინისტრაციული მუხლებით აიყვანეს, თუმცა ჟურნალსტებმა დააფქსირეს პოლიციის მანქანებში კიდევ რამდენიმე მოქალაქის იძულებითი წესით ჩასმის ფაქტი. ვარაუდობენ, რომ დაკავებულია 20–ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის, ენმ–ის წევრი გიორგი პატარაიაც.

აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ასევე არ მისცა შესაძლებლობა, საპროტესტო დერეფანი მოეწყოთ დეპუტატებისთვის, რომელთაც კომიტეტების გაერთიენბულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S