
ვაჟა სირაძემ ოთხი დემონსტრანტის დაკავება დაადასტურა
02/03/2023 17:49:38 სამართალი
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ოთხი დემონსტრანტის დაკავება დაადასტურა.
მისი თქმით, ოთხი პირი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული "წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე".
მისი თქმით, აქცია გადაიზარდა პარლამენტის შენობის შესასვლელის ბლოკირებაში, "არაერთხელ იქნა მოწოდება გზის გახსნის, წესრიგისკენ. ვინც არ დაგვემორჩილა, დავაკავეთ".
"საერთაშორისო გამჭვირვალეობა" მოუწოდებს დაკავებულების ნათესავებს, თუ არ ჰყავთ აყვანილი ადვოკატი, დაუკავირდნენ ორგანიზაციას და სრულფასოვან იურიდიულ დახმარებას მიიღებენ უფასოდ.
მანამდე დემონსტრანტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის, რომლების რუსულად შეფასებულ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სირცხვილის დერეფნის მოწყობა სურდათ. ამას მოჰყვა პოლიციასთან შეხლა–შემოხლა. სამართალდამცველებმა თავად შექმნეს დერეფანი პარლამენტთან დეპუტატებისთვის. ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები.