Accentnews.ge
შსს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს

შსს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს

02/03/2023 17:15:32 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით „მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“.

უწყება აფრთხილებს დემონსტრანტებს:

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“.

უწყება არ აკონკრეტებს, დააკავეს თუ არა აქციაზე ვინმე, არადა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, მოქალაქეების პოლიციის მანქანებში იძულებით ჩასმის მინიმუმ ხუთი ფაქტი. უცნობია მათი სტატუსი, კერძოდ, დააკავეს თუ გაარიდეს აქციას.

მანამდე დემონსტრანტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის, რომლების რუსულ კანონად შეფასებულ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სირცხვილის დერეფნის მოწყობა სურდათ. ამას მოჰყვა პოლიციასთან შეხლა–შემოხლა. სამართალდამცველებმა თავად შექმნეს დერეფანი პარლამენტთან დეპუტატებისთვის. ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S