რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის გამოცდას მსხვერპლი მოჰყვა
02/03/2023 14:14:42 მსოფლიო
რუსეთში, ულიანოვსკში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76МД-ს საქარხნო გამოცდისას მომხდარი კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ფიუზელაჟის ჰერმეტულობის შემოწმებისას აფეთქება მოხდა. ფიუზელაჟის აწყობის ერთ-ერთ ეტაპზე ამოწმებენ მის ჰერმეტულობას. მასში აირს ტუმბავენ და წარმოქმნიან წნევას, იტყობინება გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაცია. 2 მარტს ამ სამუშაოების ჩატარებისას თვითმფრინავის კორპუსმა ჰერმეტულობა დაკარგა.
როგორც იუწყებიან, კორპუსიდან დეტალები გამოფრინდა.
Ил-76-ს 1975 წლიდან უშვებენ. ეს რუსეთში ძირითადი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია. დეკემბრის მდგომარეობით, „ავიასტარმა“ საერთო ჯამში ააგო და ჩააბარა 17 ერთეული Ил-76МД. წელიწადში აგებენ მაქსიმუმ ოთხ ასეთ თვითმფრინავს.


